Мой список блогов

მათემატიკა

ქართული

воскресенье, 14 апреля 2019 г.

03.04.2019 იაკობ გოგებაშვილი "ფუტკატი და მტრედი"
მოსწავლეებმა დასაწყისში მოთხრობა წაიკითხეს ჩუმად, შემდეგ განვმარტეთ უცხო სიტყვები, სიტყვაზე "ჯაფა" ააგეს სიტყვის პირამიდა.
ტექსტში მოძებნეს და ამოიკითხეს მითითებული ადგილები. მაგ: რა შეემთხვა ფუტკარს?
როგორ გადაარჩინა ფუტკარმა მტრედი? და ა.შ.
შეავსეს აქტივობის ბარათები მოთხრობის  მიხედვით.
ბოლოს ჯგუფებში დავურიგე "დაჭრილი ტექსტი", ააწყეს,  თითო ჯგუფმა მიმდევრობით წაიკითხა თითო წინადადება, ვისიც არ აღმოჩნდა სწორი გადაასწორეს.





























27.03.2019 იაკობ გოგებაშვილი "ორი მეგობარი"
     მოსწავლეებმა ისაუბრეს რა არის მეგობრობა, ჰყავთ თუ არა მეგობრები, დაახასიათეს მათთვის ყველაზე საუკეთესო . ამის შემდეგ წაიკითხეს ტექსტი, იმსჯელეს სწორად მოექცა თუ არა ერთი მეგობარი მეორეს, თვითონ როგორ მოიქცეოდნენ. გაიხსენეს ის ნაწარმოებები, მულტფილმები რაც იცოდნენ თემასთან დაკავშირებით. შეავსეს კროსვორდი როგორი გინდა იყოს შენი მეგობარი.
     ბოლოს წაიკითხეს შოთა ამირანაშვილის ლექსი, გადაინაწილეს როლები და წაიკითხეს.








20.03.2019 იაკობ გოგებაშვილი, "ჭიანჭველა და ფუტკარი"
     მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია ჭიანჭველაზე და ფუტკარზე. წაიკითხეს და გააანალიზეს ტექსტი, იმსჯელეს რა არის სხვისთვის სასარგებლო შრომა, რა შეიძლება გააკეთო ისეთი, რომ სხვისთვისაც სასარგებლო იყოს. უცხო სიტყვაზე "სულდგმული" ააგეს სიტყვის პირამიდა.
    ტექსტი დაამუშავეს როლური კითხვისთვის, სურვილის მიხედვიოთ გადაინაწილეს როლები და წაიკითხეს.
ბოლოს შეასრულეს გრამატიკული სავარჯიშო სიტყვების დამარცვლაზე.













06.03.2019 იაკობ გოგებაშვილი "ლომი და თაგვი"
    მოსწავლეებმა ჩუმად წაიკითხეს ი.გოგებშვილის მოთხრობა "ლომი და თაგვი". კითხვების საშუალებით გადმოსცეს ტექსტის შინაარსი, თავიანთი აზრი გამოთქვეს დახმარების შესახებ, თუ დახმარებიან ვინმეს ან  თვითონ თუ დასჭირვებიათ დახმარება.
    შეასრულეს დავალება სადაც ყურადღება გამახვილებული იყო სიტყვების სწორად გამოთქმასა და წერაზე. ასევე შეასრულეს გრამატიკული სავარჯიშო - ტექსტში უნდადაეთვალათ და ჩაეწერათ ასო-ბგერების, სიტყვების, წინადადებებისა და აბზაცების რაოდენობა.
   მომდევნო დავალებაში უნდა მოეძებნათ და შემოეხაზათ ყველა სამმარცვლიანი სიტყვა, მათგან შეერჩიათ ორი მათგანი და შეედგინათ წინადადებები.